ცოტა ხნის წინ გადაცემის "ნიკოლოზის კითხვები" ანონსი გავრცელდა. გადაცემის სტუმარი მამა პეტრე კოლხი იქნება. გადაცემას სრულად მაყურებელი ოთხშაბათს იხილავს. თუმცა, გავრცელებული ანონსში მამა პეტრე მძიმე დაავადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქიმიოთერაპიის კურსს იწყებს:
"20 დღის წინ გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი, ვიკრუნჩხებოდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი, შეძახილებიც აღარ მესმის. აქ ქუდით იმიტომ ვზივარ, რომ ქიმიოთერაპიისთვის ვემზადები და თავი გადავიპარსე..." - ამბობს მამა პეტრე.
ამავე ანონსში ის აღნიშნავს, რომ მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს, რადგანაც თვლიდნენ, რომ მისი ცხოვრების სტილი სასულიერო პირის ცხოვრების სტილს არ შეესაბამება. მამა პეტრე აღნიშნავს, რომ მას ემუქრებოდნენ:
"სერიოზული მუქარა და შანტაჟი იყო. არ დავმალავ, სასულიერო პირებიდანაც. მე და ჩემს ოჯახის წევრებს ლიკვიდაციით გვემუქრებოდნენ. ვერ გამაჩუმებენ... აუცილებლად განვაცხადებ საპატრიარქოში. ნებისმიერ ძალადობაზე ყველა აგებს პასუხს..." - ამბობს ის.