21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულიოთარ ცინდელიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა პირველად დააფიქსირა პოზიცია და აღნიშნა, რომ "ინანიებს".
"ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი" - თქვა ცინდელიანმა.