66 წლის შერონ სტოუნი არა მხოლოდ წითელ ხალიჩებზე გამოიყურება საოცრად, არამედ რეალურადაც შესანიშნავ ფორმაშია. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მის ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შერონის თქმით, ვიდეოზე აღბეჭდილია ვარჯიშის დასრულების შემდეგ.
შერონს არაერთხელ უთქვამს, რომ ბევრს ვარჯიშობს და კვებასაც აქცევს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული დაავადებებიც აქვს გადატანილი, მათ შორის, ინსულტი და ასევე 9-ჯერ ჰქონდა ორსულობის შეწყვეტა, მაინც სიცოცხლით სავსე და აქტიურია.