რა სარგებელი მოაქვს ბროკოლსა და ყვავილოვან კომბოსტოს?
ორივე ჯიში მდიდარია ბავშვისთვის სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებითა და ნახშირწყლებით. ბროკოლი კარგია იმუნური სისტემისთვის, იცავს ინფექციებისა და ღვიძლის დაავადებებისგან. ყვავილოვანი კომბოსტო ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს. რეკომენდებულია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, როგორც ბუნებრივი და უვნებელი საფაღარათო საშუალება. კომბოსტო ჰიპოალერგიულია, ადვილად ასათვისებელი და მისაღებია როგორც პირველი დამატებითი საკვები ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (5-6 თვიდან).
როგორ ავარჩიოთ?
ბროკოლის თავი უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის, მყარი ყუნწებით და მკვრივი თავებით. ყვავილოვანი კომბოსტო უნდა იყოს თეთრი, გაყვითლებისა და სიშავეების გარეშე, სუნი სასიამოვნო უნდა ჰქონდეს.
როგორ მოვამზადოთ?
კომბოსტოს მოხარშვის მთავარი წესი - არ გადახარშოთ, ზედმეტი ხარშვისგან ის სასარგებლო ნივთიერებების უმეტეს ნაწილს დაკარგავს. უმჯობესია ორივე ორთქლზე მოხარშოთ. შემდეგ კი მოამზადეთ პიურე (12 თვემდე ჩვილებისთვის), ჯანსაღი წვნიანი ან გამომცხვარი ბოსტნეულის სახით. ერთი წლის ასაკიდან შეუძლიათ ბავშვებს ყვავილოვანი კომბოსტოს უმი სალათის შესთავაზოთ.
რამდენი უნდა ჭამოს?
ბროკოლის ან ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე პირველად 5-6 თვის ასაკში სცადეთ. პირველ დღეს საკმარისია ერთი ჩაის კოვზი (5 გრ), მეორეზე - ორი კოვზი, მესამე და მეოთხე - 3 და 4, შესაბამისად, კვირის ბოლომდე შეგიძლიათ 50 გრამი მისცეთ, შემდეგ კი გაზარდოთ პორცია დღეში 10 გ-ით 150 გრამამდე.