10 ზოგადი შეკითხვა, რომლებიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - გააკეთეთ არც ისე მარტივი ტესტი - მშობლები

10 ზოგადი შეკითხვა, რომლებიც თქვენს ერუდიციას შეამოწმებს - გააკეთეთ არც ისე მარტივი ტესტი

2024-09-16 12:36:22+04:00

სასექტემბროდ მხოლოდ მოსწავლეებს არ უწევთ განვლილი მასალის გადამეორება და საკითხების გახსენება. ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორია თქვენი ზოგადი განათლება და რამდენად გახსოვთ აქტუალური თემები სხვადასხვა სფეროდან:

1. ვისი შვილი იყო ცნობილი მითოლოგიური გმირი ჰერაკლე?

  • პოსეიდონის
  • ზევსის
  • არესის
  • კენტავრ ქირონის

2. როგორი ველი ჩნდება საგნების გარშემო?

  • ატომური
  • ელექტრული
  • გრავიტაციული
  • მაგნიტური

3. რა ჰქვია ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ნივთიერებებისა და ენერგიის გარდაქმნების ერთობლიობას?

  • ჰომეოსტაზი
  • ავიტამინოზი
  • მეტაბოლიზმი
  • ფაგოციტოზი

4. რა ჰქვია ფილმის "მარტო სახლში" მთავარ გმირს, რომლის როლსაც მაკოლეი კალკინი ასრულებს?

  • მარტინი
  • კევინი
  • მარვინი
  • მილტონი

5. რომელი აირი ითვლება ყველაზე მსუბუქად?

  • ჰელიუმი
  • წყალბადი
  • აზოტი
  • მეთანი

6. რამდენ დღეში იმოგზაურა ჟურნალისტმა ნელი ბლაიმ მსოფლიოს გარშემო და მოხსნა ჟიულ ვერნის რომანის "80 დღე დედამიწის გარშემო" გმირის რეკორდი?

  • 50
  • 72
  • 79
  • 60

7. რა არის "კაბუკი"

  • მაკიაჟის ფუნჯი
  • იაპონური თეატრი
  • კალიგრაფიის ტიპი
  • ჩაის ერთ-ერთი სახეობა

8. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. ვისზეა საუბარი?

  • მერილინ მონროზე
  • ოდრი ჰეპბერნზე
  • მარლენ დიტრიხზე
  • ჰედი ლამარზე

9. რა ეწოდება ძაბრისებრ ღრმულს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩნდება?

  • კრატერი
  • ბაზალტი
  • გეიზერი

10. რა ჰქვია ხელსაწყოს, რომლითაც ქარის სიჩქარეს ადგენენ?

  • ბარომეტრი
  • ჰირომეტრი
  • ანემომეტრი

სწორი პასუხები:

  1. ჰერაკლე ბერძნული მითოლოგიის მთავარი ღმერთის, ზევსისა და ალკმენეს ვაჟი იყო.
  2. გრავიტაციული
  3. მეტაბოლიზმი
  4. კევინ მაკ-კალისტერი
  5. წყალბადი
  6. 72
  7. იაპონური თეატრი
  8. ჰედი ლამარი გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობი იყო, ასევე გამომგონებელიც იყო. იგი ერთ-ერთი მათგანია, ვინც განფენილობის სპექტრის კომუნიკაციების ადრეული ტექნიკა გამოიგონა, რაც კომპიუტერამდელი ეპოქიდან დღევანდელ დღემდე უკაბელო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმების საწყისია.
  9. კრატერი
  10. ანემომეტრი
რამდენად კარგად გახსოვთ სკოლის პროგრამა და როგორია თქვენი ზოგადი განათლება - ტესტი
ერუდიციის ტესტი: 8 შეკითხვა ზოგადი განათლებისა და ინტელექტის შესამოწმებლად
ამ ტესტის ყველა შეკითხვას სწორ პასუხს მხოლოდ ის გასცემს, ვისაც კარგი ზოგადი განათლება აქვს
ნამდვილად შესანიშნავი ზოგადი განათლება გაქვთ, თუ ამ 10 შეკითხვიდან 8-ს მაინც სწორად უპასუხებთ - ტესტი
თუ კარგი ზოგადი განათლება გაქვთ, მარტივად შეძლებთ შეკითხვებზე პასუხების გაცემას - ტესტი ერუდიციაზე