ფრჩხილების კვნეტის დაწყება, როგორც წესი, ნერვული დაძაბულობის, სტრესის, შფოთვის შედეგია. თუმცა შემდეგ ის მავნე ჩვევაში გადადის და ადამიანი მოწიფულ ასაკშიც ვერ ანებებს თავს. გარდა იმისა, რომ ამგვარი ფრჩხილები საშინლად არაესთეტიკურია, მას ბევრი სხვა მავნე შედეგიც მოაქვს
- ფრჩხილის დეფორმაცია, კანქვეშა სისხლჩაქცევები;
- პერიუნგალური ქსოვილების დაზიანება;
- ფრჩხილების თანდათანობითი დამოკლება;
- ფრჩხილის ირგვლივ ბალიშის ანთება;
- გემოს ცვლილება;
- ნაწლავური ინფექციები;
- კანის ინფექციები პირის ღრუს გარშემო.
- დიზენტერია,
- ჰეპატიტის სხვადასხვა სახეობა,
- ჭიები.
პირველ რიგში, სანამ ამ მავნე ჩვევას შეებრძოლებით, მიზეზი უნდა დაადგინოთ. როგორც წესი, ეს ნერვიულობის დროს ხდება. მაგალითად, ბავშვები ფრჩხილების კვნეტას იწყებენ, როცა ბაღში შედიან ან სკოლაში " ფრჩხილებზე გადააქვთ სტრესული სიტუაცია. ან რაიმე სხვა ძლიერი ემოციის დროს. შემდეგ ეს ჩვევა, რომელსაც ხშირად თავადაც ებრძვიან, ავტომატური ხდება " მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას, განსაკუთრებით, თუ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ან მულტფილმია, განსაკუთრებულად ეთიშებიან გარემოს და ფრჩხილების კვნეტით ადევნებენ თვალს სანახაობსას. უფრო ხშირად ეს ჩვევა ბიჭებს ახასიათებთ, რომლებსაც ხანდახან უფრო სუსტი ნებისყოფა აქვთ, თანაც, მათ ემოციების გამოხატვა გოგონებივით არ შეუძლიათ, ამიტომაც გადადიან ფრჩხილებზე.
ბავშვის ხელების დასაკავებლად და ფრჩხილების კვნეტის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი ნივთები ან აქტივობები:
- სტრეს-ბურთები ან სქუიში სათამაშოები: რბილი, მოსაჭერი სათამაშოები, რომლებიც ხელებს აკავებს.
- ფიჯეტ სპინერები ან კუბები:მცირე ზომის სათამაშოები, რომლებიც ხელს აძლევს მანიპულირების საშუალებას.
- პლასტელინი ან თიხა:ხელებს აკავებს და ამავდროულად კრეატიულობას ავითარებს.
- მაკრამეს ან ქსოვის პროექტები:მარტივი ხელნაკეთი საქმიანობა, რომელიც ხელებს აკავებს.
- თავსატეხები, გასაფერადებელი წიგნები და ფანქრები:ხატვა და ფერადება ეხმარება ყურადღების გადატანაში.
- კონსტრუქტორები (ლეგო, მაგნიტური კუბიკები):აშენების პროცესი ხელებს აკავებს და გონებას ავარჯიშებს.
- ორიგამი ან ქაღალდის კეცვა:მოითხოვს კონცენტრაციას და ხელების აქტიურ გამოყენებას.
- მძივების ასხმა ან სამკაულების კეთება: ნატიფი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს.
- იო-იო ან ჟონგლირების ბურთები:ეხმარება კოორდინაციის გაუმჯობესებაში.
- მუსიკალური ინსტრუმენტი (მაგ., უკულელე, ფლეიტა):მუსიკის სწავლა ხელებს აკავებს და ტვინს ავარჯიშებს.
გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია აირჩიოთ ბავშვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი აქტივობები. ასევე, პერიოდულად შეცვალეთ საქმიანობები, რათა ბავშვმა არ დაკარგოს ინტერესი.