მერაბ დვალიშვილმაMMA-ის მებრძოლის საჩემპიონო ქამარი 14 სექტემბერს ჩაიბარა. ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
- მერაბის ჩხუბის ყურება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ რა ვქნა აბა, სხვა გზა არ მაქვს, თქვენც და მთელ საქართველოსაც გამოგვაცდევინოს მსგავსი სიხარული. ჩემი მეუღლე არ უყურებს შვილის ჩხუბს, სულ ემოციებშია, როცა დასრულდება, შემდეგ უყურებს ხოლმე. ჩემი შვილი ყოველთვის მებრძოლი იყო, სულ ვარჯიშობდა, რაღაცებს იგონებდა, თავდაუზოგავად შრომობდა.
- მერაბის გარდა სხვა შვილებიც თუ გყავთ, ისინი რას საქმიანობენ?
- სამი დედმამიშვილი არიან. ერთი ამერიკაშია, მუშაობს იქ, ყოფილი სამხედრო მფრინავია. მეორე აქ მუშაობს, დაცვაში. თავიდან პარლამენტის დაცვაში იყო, შემდეგ ნინო ბურჯანაძის დაცვაში, შემდეგ სააკაშვილის, ბახტაძის და ახლა ბიძინა ივანიშვილის დაცვაშია.
- რა ხდება მერაბის მორიგი ბრძოლის დროს, როგორ ემზადებით ხოლმე სანახავად?
- ყველა ვიკრიბებით მეზობლები, დიდი ქეიფი გვაქვს ხოლმე.
- რამდენად ხშირად ახერხებს თქვენი შვილი საქართველოში ჩამოსვლას?
- როცა შეუძლია, სულ ჩამოდის და აუცილებლად, თავის სოფელში. ახლა ძალიან კარგ ხასიათზეა, თვის ბოლოს ალბათ, ჩამოვა და მოგვინახულებს.
- მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველ გოგონაზე ვაპირებდი დაქორწინებას, თუმცა არ შედგაო. ალბათ, როგორც ხშირად ქართველი მშობლები, თქვენც ეუბნებით შვილს, რომ "ცოლი მოიყვანოს..."
- რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ არ ეცალა მერაბს. ხელი შეეშლებოდა, სხვა მიზანი ჰქონდა. ქამარი უნდა მიეღო. ახლა უკვე ეკუთვნის ქალი (იცინის...) განაგრძეთ კითხვა