ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეო, ულამაზესი დედის, დის, ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფოტოები - რას უზიარებდა გამომწერებს სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძე - მშობლები

ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეო, ულამაზესი დედის, დის, ბავშვობისა და ახალგაზრდობის ფოტოები - რას უზიარებდა გამომწერებს სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძე

2024-09-18 22:39:40+04:00

სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი მოდელი და ინფლუენსერი, 37 წლის კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში მისი მეგობარი მამაკაცია ეჭვმიტანილი...

ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა დროს, კესარია სოციალურ ქსელში ჩვეულად აქტიური იყო. ხშირად აქვეყნებდა თავის ფოტოებს, ვიდეოებს.

snapinsta-1726686842.app_454416506_18452326822044983_2271390207730389661_n_1080.jpg

ბოლო ვიდეო გუშინ ჰქონდა გამოქვეყნებული.

ხშირად აქვეყნებდა დედასთან ერთად ფოტოებს - ულამაზეს უკრაინელ ქალბატონთან, რომელსაც უმადლოდა ხოლმე გარეგნობას და საოცარ გენეტიკას. "დედა უკრაინელი გახლავთ. არანაირი ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, ის ბუნებრივად ლამაზია. დედაც ჩემს ტანზეა და ერთმანეთის სამოსს ვიცვამთ...:" - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კესარიას დედა:

27751673-858658490979713-5723133864295097925-n-1726686101.jpg

432215879-2532480296930849-2512690442078439633-n-1726686102.jpg431863229-2532452126933666-6829210545136517420-n-1726686102.jpg326138755-3463881280560815-1593048098300059335-n-1726686102.jpg325953478-479290650861975-6865953553726717830-n-1726686101.jpg67819779-1225145384331020-586550485180219392-n-1726686101.jpg

ულამაზესია კესოს და, ანა აბრამიძე.

2015091511183720468-1726687495.jpg

ba35e1acb451e8ff37599645cd0d4c6d-1-1726687433.jpg
ანა და კესო

ასევე არაერთხელ გამოუქვეყნებია ბავშვობისა და ჭაბუკობის ფოტოები, სანამ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახდებოდა.

kesaria-4ab95-1726686190.jpg1582282946-1234-1726686190.jpg

53139644-1112946595550900-8455912349436477440-n-1726686190.jpg

როგორც ცნობილია, კესარია (პირვანდელი სახელი - ბესო) აბრამიძე 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. ის იყოპირველი ქართველი, რომელმაც საჯაროდ აღიარა და ისაუბრა საკუთარი ტრანსსექსუალობის შესახებ. იყო ცნობილი სახე, მოდელი, ინფლუენსერი, თამაშობდა კინოში. 2018 წელს მის ტრანს მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახელით.

კესარიას საზღვარგარეთ გენეტიკური მასალის გაყინვა ჩაუტარდა, რისი საშუალებითაც შეეძლო ბიოლოგიური შვილის ყოლა. გაკეთებული ჰქონდა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია. 2014 წელს განაცხადა, რომ სასქესო ორგანოს ოპერაციაც გაიკეთა, რითაც ნამდვილ ქალად იქცა.