ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რატომაა 22 სექტემბერი განსაკუთრებული თარიღი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ:
- წლის განმავლობაში 4 გამორჩეული დღეა, როდესაც განსაკუთრებულად უნდა განვეწყოთ. ერთ-ერთი 22 სექტემბერია. კვირას დღე-ღამე ტოლი ხდება. ამ დროს კოსმიური პორტალი იხსნება და სამყაროში არნახულად სასიკეთო ენერგია შემოდის. ამის შესახებ საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ. ადამიანმა ეს ენერგია უნდა გამოიყენოს. მაგალითად, თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, შერიგებისთვის, პატიებისთვის საუკეთესო დროა. გინდათ, სიგარეტს, ალკოჰოლს, მავნე ჩვევებს თავი დაანებოთ? - აი, საუკეთესო პერიოდია. უზარმაზარი სასიკეთო ენერგია მოდის. ამაში სწორედ ის გეხმარებათ. ასევე, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისთვის, თუნდაც აზროვნების კუთხით, საუკეთესო პერიოდია. ამიტომ, ამ დროს ადამიანები ყოველთვის ლოცულობდნენ, საყოველთაო ლოცვა, საყოველთაო სიყვარული, სიკეთის გაკეთების დრო იყო. პოზიტიური ენერგია ამას ხელს უწყობს. ილოცეთ და დალოცეთ სხვებიც! 22-ში რაც შეიძლება, მეტი კარგი საქმე გააკეთეთ. თუ რაღაც იდეები, აზრები გაქვთ, ამისთვისაც საუკეთესო დროა - ჩამოწერეთ. დააფიქსირეთ, რაზე ოცნებობთ, რა გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს. ამ ფურცელს არა მარტო 22-ში, არამედ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში ბევრჯერ გადახედეთ. როცა თქვენი სურვილების შესახებ ხშირად კითხულობთ, თქვენს გონებაში პროგრამირება ხდება, მიდის სამყაროში და შემდეგ უკან გიბრუნდებათ. ამიტომ, ასეთ დღეებში სურვილების ჩამოწერა, დადებითით პროგრამირება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მხოლოდ დადებით სურვილებზეა ლაპარაკი. თუ მოგინდებათ, რომ ვიღაცას ცუდი გაუკეთოთ, ის არ იმუშავებს. მხოლოდ კარგი სურვილები მოქმედებს. ამიტომ, 22 რიცხვი არ გამოტოვოთ. უფრო სწორი იქნება, თუ დაწერთ: "მე მაქვს" და არა "მე მინდა", რომ ამ იდეასთან ახლავე გაერთიანდეთ და მომავლისთვის არ გადაიდოს. კვირა დღეს მაქსიმალურად დადებითად უნდა შევხვდეთ, რომ ჩვენი სიკეთით, განწყობით სამყაროში კოლექტიური სიკეთე შემოვიტანოთ.