15 წლის გოგო აეროპორტში აიძულეს, მკერდი გაეშიშვლებინა, რომ მის სქესში დარწმუნებულიყვნენ - "ეს ძალიან დამამცირებელი იყო..." - მშობლები

15 წლის გოგო აეროპორტში აიძულეს, მკერდი გაეშიშვლებინა, რომ მის სქესში დარწმუნებულიყვნენ - "ეს ძალიან დამამცირებელი იყო..."

2024-09-23 11:13:28+04:00

15 წლის ბრიტანელ მოსწავლე კეიტლინ დისლის ეგვიპტეში, ჰურგადის აეროპორტში ინციდენტი შეემთხვა, რომელსაც "დამამცირებელი" უწოდა. კეიტლინ მეგობართან და მის მშობლებთან ერთად გაემგზავრა ეგვიპტეში დასასვენებლად. ფრენა მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა საპასპორტო კონტროლზე პრობლემები დაიწყო: აეროპორტის თანამშრომლებს ეჭვი შეეპარათ, რომ წარდგენილ საბუთებში ფოტოზე დისლი იყო აღბეჭდილი. პასპორტში ფოტოზე კეიტლინს გრძელი თმა აქვს, ახლა კი - მოკლე. მისი თქმით, მხოლოდ ეს იყო ცვლილება. თუმცა მას მერე, რაც კონტროლი გაიარა, მაინც არ დაკმაყოფლიდნენ დაცვის თანამშრომლები, ორი მამაკაცი მიუახლოვდა "რაღაცის" გადასამოწმებლად. გაირკვა, რომ მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, არის თუ არა კეიტლინი გოგო. მამაკაცები აპირებდნენ, თავად შეემოწმებინათ ეს ფაქტი, თუმცა კეიტლინის მეგობრის დედა ჩაერია და მოითხოვა, რომ ეს ქალ თანამშრომელს გაეკეთებინა ცალკე ოთახში. კეიტლინი ყვება, რომ იძულებული გახდა ბიუსტჰალტერი აეწია და მკერდი ეჩვენებინა თანამშრომლისთვის. ეგვიპტელი სამართალდამცველი უფრო შორს წავიდა და ტრუსის გახდაც მოითხოვა, თუმცა საქმეში კვლავ ჩაერია მეგობრის დედა და საკმაოდ მკაცრი უარი განუცხადა სამართალდამცველს, თუმცა ამაზე მაინც არ გაჩერებულან. გოგონა აიძულეს, შორტი ისე აეწია, რომ დარწმუნებულიყვნენ, ჰქონდა თუ არა მამაკაცის გენიტალიები.

"ეს იყო დამამცირებელი და მატრავმირებელი. არასდროს განმიცდია სხვა დროს რაიმე მსგავსი..." - ამბობს დისლი და მამასთან ერთად აპირებს, ამ თემაზე ყველგან ისაუბროს, რათა სხვა ბავშვებსაც არ დაემართოთ რაიმე მსგავსი. დისლის მამაც ამბობს, რომ მართალია, შეიძლება მისი გოგონა ბიჭს ჰგავს, თუმცა ადვილად შეიძლება მისი ცნობა ფოტოდან პასპორტში და სრულიად უადგილოა ეს დამამცირებელი გასინჯვა.