ბრიტანეთში მცხოვრები და მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა 40 წლის გახდა. იუბილე ქმარ-შვილთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა და ფოტოები და ემოციები სოციალურ ქსელშიც გაუზიარა გულშემატკივრებს:
ამაზე მეტს ვერც ვინატრებდი, ოჯახის წევრებითა და მეგობრებით გარემოცული ძალიან ბედნიერი ვარ..." - წერს ქეთი.
ქეთის მეორე მეუღლე და მისი შვილის მამა ნახევრად ქართველია, მეცნიერი, თუმცა მისი სახელი და გვარი არ საჯაროვდება. მას და ქეთის 2022 წელს ეყოლათ ვაჟი, ალექსანდრე, რომელსაც სანდროს ეძახიან. მას მერე, რაც დედა გახდა, ქეთი უფრო ხშირად ჩამოდის საქართველოში, სანდროს ქართულად უმღერის, ქართულ წიგნებს უკითხავს და საქართველოში მონათლა, სიონის ტაძარში. ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.