43 წლის სუპერმოდელი ადრიანა ლიმა, რომელსაც მომატებული წონის გამო აკრიტიკებდნენ, შთამბეჭდავად გამოჩნდა პოდიუმზე - მრავალშვილიანი დედის მორიგი ტრიუმფი - მშობლები

43 წლის სუპერმოდელი ადრიანა ლიმა, რომელსაც მომატებული წონის გამო აკრიტიკებდნენ, შთამბეჭდავად გამოჩნდა პოდიუმზე - მრავალშვილიანი დედის მორიგი ტრიუმფი

2024-09-28 11:04:13+04:00

დედა, ტოპმოდელი, მუზა - ვიქტორია სიკრეტის ცნობილი "ანგელოზი" Schiaparelli-ს ჩვენებაზე მოდელის რანგში წარდგა და ფურორი მოახდინა.

ადრიანა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და არაერთხელ დაუსახელებიათ მსოფლიოს ულამაზეს ქალად.

1de29740cb94d416f77db19cb5093b95-1727507990.jpg

tumblr-o4cz3q1nxw1r67xbio1-1280-1727507991.jpg27a7e30b247b8048b26917594b1ce5a7-1727507990.jpg2017-09-28-gettyimages-629525694-1727507990.webp

თუმცა რამდენიმე წლის წინ ადრიანამ კარიერაში შესვენება აიღო და მთელი დრო ოჯახსა და შვილებს დაუთმო, რამდენიმე ორსულობამ კი მის ფორმებზეც მკვეთრად იმოქმედა. წონაშიც მკვეთრად მოიმატა და ერთ-ერთი ბოლო გამოჩენისას ბოტოქსის გადამეტებაშიც დაადანაშაულეს.

adriana-lima-1-2000-fe59cbc8c5c44e598aa07f35abfa9392-1727508142.jpg

3480x4870-0x5o2qgqz5-4019962358895910223-1700148080-1727508142.jpg

bb18e81db378146b4afca2e62ad4e9b9-1727507990.jpg3060029691651779-1700148081-1727507990.jpg

მაშინ ადრიანამ გადაწყვიტა, საჯაროდ გაეცა ყველასთვის პასუხი, ფილტრის გარეშე ფოტოც გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ასე გამოიყურება ქალი, რომელსაც თინეიჯერი შვილები ჰყავს, ბევრი საქმე და სადარდებელი აქვს.

adriana-1700121782-1700148217-1727508235.jpg

თუმცა როგორც ჩანს, ადრიანაზე მაინც იმოქმედა კრიტიკამ და 43 წლის მოდელმა მაქსიმალური გააკეთა, რომ უწინდელი ფორმები დაებრუნებინა და კვლავ პოდიუმზე დამდგარიყო შთამბეჭდავად. ლეგენდარული მოდის სახლის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე, ადრიანას გამოჩენა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოვლენად იქცა.

gya92xkayaaumgy-1727507990.jpg428x600-1-ab810abf79b91c4c664abb567c22841b1096x1535-0x9y95h7or-0363906089794620406-1727507990.jpg328x600-1-4fae08f9e9608419c47862c110d261991252x2289-0xrzhz9unb-3012592831890077820-1727507990.jpg
დიახ, ასეთი სახე აქვს თინეიჯერების და კიდევ - ერთი წლის ბავშვის დედას... - ადრიანა ლიმამ კრიტიკოსებს უპასუხა