იტალიელი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი 60 ლის გახდა. დაბადების დღე ლეგენდარულ ქალბატონს ყოფილმა ქმარმა ვენსან კასელმა და ახლანდელმა შეყვარებულმა - 66 წლის რეჟისორმა ტიმ ბარტონმა სოციალურ ქსელში მიულოცეს.
ვენსანმა, რომელიც მეგობარი ქალისგან მეოთხე შვილს ელოდება, ძველი ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "ოჯახი... დაბადების დღეს გილოცავ, მონიკა".
საკულტო რეჟისორმა ტიმ ბარტონმა კი მონიკა "ვოგის" გარეკანისთვის გადაიღო "ჯადოსნურ პარკში", ზღაპრული ქალის როლში და გარეკანზე წარწერაც დატოვა: "გილოცავ დაბადების დღეს, მონიკა. სიყვარულით, ტიმი".