ცნობილი მსახიობი სიუზან სარანდონი 1946 წელს დაიბადა. სარანდონმა მთელი ცხოვრება კინოს, ოჯახსა და რწმენისთვის ბრძოლას მიუძღვნა. იგი ენდომეტრიოზთან შეუპოვარი და მტკიცე ბრძოლითაცაა ცნობილი. სიუზანს ძალიან უნდოდა, შვილები ჰყოლოდა და ამ ოცნების ასრულება შეძლო.
სარანდონმა კინოკარიერა 1970 წელს დაიწყო, თუმცა საყოველთაო აღიარებას 1975 წელს მიაღწია. 1984 წლისთვის მან 25-ზე მეტ ფილმში ითამაშა და "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. კარიერის თვალსაზრისით, ყველაფერი კარგად იყო. იგი იტალიელ რეჟისორ ფრანკო ამურიზე იყო დაქორწინებული, თუმცა, მსახიობი დაორსულებას ვერ ახერხებდა. ექიმებიც დიდი ხნის განმავლობაში სწორ დიაგნოზს ვერ უსვამდნენ და მკურნალობაც უშედეგო იყო. მიუხედავად ყველა სირთულისა, თითქმის 40 წლის ასაკში სიუზანი პირველად დაორსულდა.
სხვათა შორის, მსახიობს ადრე ახლობლები ხშირად ურჩევდნენ, რომ შვილი არ გაეჩინა, რადგან ის მის კარიერას დაანგრევდა. სიუზანმა არავის მოუსმინა, ბევრი იმკურნალა და გააჩინა გოგონა ევა, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და ახლა მსახიობია. განაგრძეთ კითხვა