გუკა რჩეულიშვილი შეყვარებულია. რეჟისორის რჩეული ნუცა კუხიანიძისა და ლელა კილაძის შემდეგ, ამჯერადაც ცნობილი სახეა. წყარო გვიყვება, რომ უკვე დიდი ხანია, რაც გუკას და მოდელ მარიშა ურუშაძეს რომანი აქვთ.
ლელა კილაძესთან დაშორების შემდეგ, გუკა დიდხანს არ დარჩენილა მარტო. ახალი სიყვარული იპოვა კილაძემაც, რომელთანაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა. თუმცა ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ლელა და გუკა კარგ, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. რაც ცხადია, მართალია, რადგან მარიშა ურუშაძის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ გუკას ფოტოებზე, ლელას გულებს აღმოაჩენთ.
რაც შეეხებამარიშა ურუშაძეს, უკვე წლებია, რაც წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც "გუჩისა" და "მარკ ჯეიკობსის" სამოდელო სახლების ჩვენებებზე გამოდის. ახლახანს მარიშა ურუშაძე პარიზის მოდის კვირეულზე vaquera.nyc-ის ჩვენებაზე გამოვიდა, ასევე წარადგინა vetements-ის კოლექცია, რისთვისაც სოციალურ ქსელში გურამ გვასალიას მადლობა გადაუხადა. განაგრძეთ კითხვა