სამხატვრო აკადემიის აივნიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა - მშობლები

სამხატვრო აკადემიის აივნიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა

2024-10-02 18:22:52+04:00

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აივნიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. არსებული ცნობით, გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.