ცნობილ ექიმ დერმატოლოგ სოსო კობახიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - "ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ძალიან კარგი როგორც ადამიანობაში, ასევე მის საქმეში!" - მშობლები

ცნობილ ექიმ დერმატოლოგ სოსო კობახიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - "ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ძალიან კარგი როგორც ადამიანობაში, ასევე მის საქმეში!"

2024-10-03 07:46:43+04:00
სოციალურ ქსელში თოდუას კლინიკის დერმატოლოგის, ნათია თოდუას პოსტი ვრცელდება, რომელიც კოლეგაზე, ცნობილ ექიმ დერმატოლოგ სოსო კობახიძეზე წერს:
"სოსო კობახიძე,
ექიმი და ადამიანი რომელსაც არ სჭირდება წარდგენა.. ადამიანი, რომელსაც ჩემს აღმზრდელ მამას ვეძახი დერმატოლოგიაში.. ადამიანი, რომელიც არის უბრალოდ ძალიან კარგი როგორც ადამიანობაში, ასევე მის საქმეში!
სოსოს ჩვენი დახმარება სჭირდება, ყვეეელასი, თან ძალიან.
სოსოს სასწრაფოდ ესაჭიროება მთლიანი ღვიძლის (გვამური) ტრანსპლანტაცია, რაც ჩვენთან საქართველოში არ კეთდება და რაც დაკავშირებულია კოლოსალურ თანხასთან - 150 000€
უმნიშვნელო და მცირედი თანხა არ არსებობს!
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე.
#GE13TB7357445063600026
მიმღები: ქ. კობახიძე(შვილი)"
461901849-10233421515302447-1323018602038089230-n-1727927479.jpg