ნუკი კოშკელიშვილი ჯგუფ "მგზავრების" კონცერტს ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად დაესწრო და შთაბეჭდილებები, რომლებიც მასზე ქართველმა ქალებმა დატოვეს, სოციალურ ქსელში გააზიარა:
"გუშინ მგზავრების კონცერტზე იმდენი ხალხი იყო, ისეთი კარგი იყო... მაგრამ აი, რას მინდა ხაზი გავუსვა, ბევრ კონცერტზე ვყოფილვარ უცხოურზე, ქართველი ქალები ისე მაგრად გამოიყურებით!!!!! ბენიც მაგას იძახდა, სხვანაირად ანათებთ... გაჭედილი იყო დარბაზი და არ ვიცოდი, სიმღერებისთვის მომესმინა თუ გოგოებისთვის მეყურებინა. ხუთ სხვადასხვა გოგოს ვეცი, ეს რა გაცვია სად იყიდე... კიდევ 7-ს არ ვეშვებოდი, ასეთი ლამაზი როგორ ხარ-თქო. ჰოდა ვისაც მთვრალი გეგონეთ, არ ვიყავი, მართლა ასე ვფიქრობ... ქართველ ქალს ტოლი არ ჰყავს მსოფლიოში".