გადაცემაში "წესები მშობლებისთვის", მშობელი ნინი კინწურაშვილი 2 წლის და 9 თვის შვილზე, ტატოზე საუბრობს, რომლის ბაღში შეყვანაც გადაწყვიტა, თუმცა საკმაოდ ცუდი გამოცდილება მიიღო.
„პრობლემა მეორე დღიდანვე დაიწყო. უჩემოდ დარჩენა გაუჭირდა და მეც იქ ვრჩებოდი რაღაც პერიოდი, თუმცა როდესაც გვერდით არ ვიყავი, გაუჩერებლად ტიროდა. მარტო დარჩენა არ უნდოდა იმ გარემოში.... ვიხვეწებოდი, ჩაერთოთ მუსიკა, რაღაც თამაში მოეწყოთ, რომ წაეხალისებინათ, ყველაფერზე იყო პასუხი: "რომ დაამთავრებენ ტირილს და შეეგუებიან, პროგრამა მერე დაიწყება... ერთი კვირის მერე, ოთახში როგორც კი შემყავდა, ხელის კანკალი დაეწყო. ბავშვი უკვე ძალიან დიდ სტრესში იყო...” - ყვება ნინი და ამბობს, რომ ბავშვი გამოიყვანა ბაღიდან და ცდილობს, უკეთესი გარემო მოძებნოს მისთვის.