"საწყალი ქალი 5 დღე ებრძოდა სიკვდილს, წლი-ნახევრის გოგონა დარჩა" - რას ჰყვება მარტვილში გარდაცვლილი ორსული ქალის თანასოფლელი - მშობლები

"საწყალი ქალი 5 დღე ებრძოდა სიკვდილს, წლი-ნახევრის გოგონა დარჩა" - რას ჰყვება მარტვილში გარდაცვლილი ორსული ქალის თანასოფლელი

2024-10-09 22:04:21+04:00

4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ქუთაისში, კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს მისმა ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომაში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ტრაგიკულად დაღუპული ნანა ბასილაიას თანასოფლელი Ambebi.ge-ს უყვება, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა.

"მძღოლი ნასვამი არ ყოფილა და არ ვიცით, რა და როგორ მოხდა. მძღოლი გვარად ლაზარიაა, ის ადგილიდან არც მიმალულა და პოლიციას ჩაბარდა.
იხილეთ სრულად