ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა მარტში გახდნენ ვაჟის მშობლები, რომელსაც ილია დაარქვეს. ამ დრომდე ქეთის ილიას ფოტო არ გაუსაჯაროებია, დღეს კი ასეთი სახალისო ვიდეოთი გააცნო საზოგადოებას 6 თვის საყვარელი ბიჭუნა. ვიდეოს ბევრი აღფრთოვანებული კომენტარი მოჰყვა.
წყვილისთვის ილია პირველი საერთო შვილია. წინა ქორწინებებიდან ქეთისაც ჰყავს შვილი და დავითსაც.