რუსკა მაყაშვილისა და სანდრო ნიჟარაძის უფროსი შვილი ილია 7 წლის გახდა. ცელქი და მოუსვენარი ილია ინტერნეტსივრცის ვარსკვლავიც არის, მის სახალისო ვიდეოებს რუსკა ხშირად უზიარებს გამომწერებს.
"გილოცავ, ჩემო შესანიშნავო, დაუდგრომელო და უცნაურო... ილია 7 წლის გახდა... შენ ჩემი ნომერი ერთი ხარ!" - დაწერა რუსკამ სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი ვიდეო გამოაქვეყნა ილიას დაბადების დღიდან, რომელიც მხიარულმა ბიჭუნამ მეგობრებთან ერთად აღნიშნა, "რობლოქსის" ტორტით.