რუსეთში მოღვაწე ქართველი "სასტიკი" მწვრთნელის ქალიშვილი ქორწილს თბილისში გეგმავს: "წყვილმა ამერიკაში იქორწინა, მაგრამ რუსი სტუმ­რე­ბი საქართველოში მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ ჩას­ვლას" - მშობლები

რუსეთში მოღვაწე ქართველი "სასტიკი" მწვრთნელის ქალიშვილი ქორწილს თბილისში გეგმავს: "წყვილმა ამერიკაში იქორწინა, მაგრამ რუსი სტუმ­რე­ბი საქართველოში მარ­ტი­ვად შეძ­ლე­ბენ ჩას­ვლას"

2024-10-10 17:06:34+04:00
რუსი მოციგურავეები,დიანა დევისი და გლებ სმოლკინიქორწილის გადახდას საქართველოში აპირებენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დიანას დედა ეთერ თუთბერიძე ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე წარმატებული ფიგურული ციგურაობის მწვრთნელია, გლების მამა კი — ცნობილი რუსი მსახიობი.

"2022 წლის თებერვლის შემდეგ, მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, რუსეთიდან აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათი თქმით, იქ მშობლების ფინანსური დახმარებით ვარჯიშობდნენ. წყვილმა ოფიციალურად ამერიკაში იქორწინა, თუმცა მათი ოჯახის წევრები ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამერიკაში მოგზაურობა მარტივი არ არის.

ახლა სპორტსმენებს სურთ, რომ გრანდიოზული ქორწილი დიანას დედის სამშობლოში, საქართველოში გაიმართოს, სადაც რუსი სტუმრები მარტივად შეძლებენ ჩასვლას, - წერს რუსული მედია.

"ლას-ვეგასში დავქორწინდით, რადგან მე იქ დავიბადე. ნამდვილი ქორწილი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

განაგრძეთ კითხვა