ანასტასია ბენდუქიძეს და ბიზნესმენ ივანე მხეიძეს გოგონა შეეძინათ. პატარა ბუნებრივი მშობიარობის შედეგად გაჩნდა.
ლიანა მხეიძე 51 სმ და 3.600 გრ დაიბადა. როგორც ანასტასია წერს, ქალიშვილს ქმრის ბებიის სახელი დაარქვა. "რომ არა ჩემი საოცარი ქმარი, გულწრფელად ვფიქრობ, როგორ შევძლებდი ამ დიდი გოგონას გაჩენას. მე მადლიერი ვარ მისი, რადგან გამუდმებით მაძლევდა ძალას", - წერს ანასტასია.
წყვილს უფროსი ვაჟი ალექსანდრე ჰყავს და ახლა გოგონას მშობლებიც გახდნენ.