ირაკლი ნოზაძეს, იგივე პიკასოს საზოგადოება როგორც მომღერალს კარგად იცნობს, მისი მეუღლე ია დუდაშვილი კი ცნობილი ვლოგერი და ფსიქოლოგია, რომელიც ისეთ თემებზე აძლევს რჩევებს სოციალური ქსელების მომხმარებლებს, როგორიცაა ბავშვის აღზრდა, მათთან მიდგომა, ოჯახური ბედნიერება, წყვილის ურთიერთობა და.ა.შ.
ირაკლის და იას მესამე შვილი შეეძინათ, რომელსაც სიდონია დაარქვეს, ამის შესახებ თავად ირაკლიმ დაწერა ფეისბუქის გვერდზე:
"დაიბადა სიდონია ნოზაძე! ძააალიან სუქანა და დახატული ქალი. მადლობა უფალო ამ ბედნიერებისათვის და მადლობა ყველას ასე რომ გიყვარვართ!" ირაკლის და იას ასევე ჰყავთ ნიაკო და დანიელი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები დედის ვიდეოებში.
თეკლა ჟვანია