სანამ ცნობილი რეპერი და პროდიუსერი ციხის საკვებზე წუწუნებს, მისი ოჯახი საკმაოდ რთულ დღეებს გადის. მისმა დედამ და ექვსმა შვილმა პი დიდის საქმეზე სასამართლოს წინასწარ მოსმენაზე მისვლა მოისურვეს. თუმცა ადამიანებით ვაჭრობასა და ძალადობაში ბრალდებული პი დიდის ოჯახის წევრები სტვენით აიკლეს დარბაზიდან გამოსვლის დროს. 84 წლის დედას ჯენის კომბს და მის შვილებს სხვადასხვა ქალებისგან, რომლებიც ხელჩაკიდებული მოდიოდნენ, სტვენა და ყვირილი აუტეხეს. რეპერის ოჯახის წევრებს არანაირი რეაგირება არ გამოუხატავთ.
"ჯენის, თქვენი შვილი მოძალადეა! თქვენი შვილი მოძალადეა და იმსახურებს, რომ ციხეში ჩასვან", - უყვიროდნენ რეპერის დედას, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ მისი შვილი მონსტრი არ არის. ჯენისი სტვენას არანაირად არ პასუხობდა, მხოლოდ თავდახრილი აგრძელებდა გზას.