"გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ სიცოცხლით სავსე ელენე, ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის" - რას წერს ნიკა მელია კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე - მშობლები

"გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ სიცოცხლით სავსე ელენე, ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის" - რას წერს ნიკა მელია კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე

2024-10-15 15:04:29+04:00

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

Ambebi.ge-ს კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მომხდარი ტრაგედიის შესახებ "ფეისბუქზე" წერს:

"გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას. განაგრძეთ კითხვა