კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
Ambebi.ge-ს კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მომხდარი ტრაგედიის შესახებ "ფეისბუქზე" წერს:
"გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას. განაგრძეთ კითხვა