სექსუალური მოძალადე, რომელიც ნაგვის გამტანად მუშაობდა, მსახიობ კინუ რივზთან ფიზიკურ მსგავსებას იყენებდა გოგონებთან შესახვედრად.
59 წლის უბალდო მანული, რომელიც რომში მენაგვედ მუშაობდა, კინუ რივზის გარეგნობით მოხიბლულ ქალებს აუპატიურებდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
მანული თავის მსხვერპლებს გაცნობის სერვისებით ხვდებოდა, სადაც ეუბნებოდა, რომ სპორტსმენი იყო, ძალიან უყვარდა ცხოველები და ხშირად დადიოდა ეკლესიაში. მანული ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ძალიან ჰგავდა კიანუ რივზს. გოგონები მასთან პაემანს ადვილად თანხმდებობდნენ. ამი შემდეგ მათ სასმელებში საძილე აბებს უყრიდა, აუპატიურებდა და კამერით იღებდა. მოგვიანებით მანული ამ კადრებს ნაცნობებზე ჰყიდდა.
მამაკაცს ცხრა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძიმე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური კადრების უკანონო გავრცელების ბრალდებით. მისი სამი დაზარალებული კი კომპენსაციას მიიღებს.