როგორც გაირკვა, ცნობილი ჯგუფის ყოდილმა სოლისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ცხედარი 17 ოქტომბრის გამთენიისას იპოვეს ბუენოს-აირესის სასტუმროსთან. პოლიცია ცოტა ხნით ადრე სასტუმროს სტუმრებმა გამოიძახეს. მათი თქმით, მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა. სავარაუდოდ, ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. თვითმხილველების თვალწინ ნოუთბუქიც დაამტვრია. თუმცა როდესაც პოლიცია ადგილზე მოვიდა, ლიამ პეინი უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, აგრესიულ ქმედებას მოჰყვა მისი შემდგომი ნაბიჯი...
მოგვიანებით აღმოაჩინეს ვიდეო, რომელიც 31 წლის ლიამმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა. ვიდეოზე ის თავის ახლანდელ მეგობარ გოგონასთან, კეიტ კესედისთან ერთად არის აღბეჭდილი ბუენოს აირესში და სამომავლო გეგმებზე საუბრობს - როგორ ისეირნებენ ცხენებით და ითამაშებენ პოლოს. გოგონა იმ დროს უკვე ფლორიდაში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ვიდეო ერთი დღით ადრე იყო ჩაწერილი. იჩხუბა თუ არა წყვილმა მას მერე, მის გარდაცვალებამდე, ჯერ არ დასტურდება.
One Direction ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოიბენდი იყო, რომელსაც ლიამი 16 წლისა შეუერთდა და ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. მოგვიანებით თავადვე აღიარა, რომ პოპულარობის გვერდითი ეფექტებიც იგემა - დიდხანს ებრძოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. 2015 წელს ჯგუფი დაიშალა და ლიამმა სოლო-კარიერის აწყობა დაიწყო, როგორც ჯგუფის სხვა წევრებმა.