სალვადორ დალი ესპანელი სიურრეალისტი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მხატვარს მძიმე ნევროზული აშლილობა ჰქონდა, მაგრამ ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუძლია, რომ მსოფლიო შედევრები შეექმნა. მისი თითოეული ნამუშევარი ფარულ სიმბოლოებს შეიცავს და გარკვეულ განწყობასა და მდგომარეობას ასახავს.
დღეს ერთ ფსიქოლოგიურ ტესტს შემოგთავაზებთ. აირჩიეთ სალვადორ დალის ერთ-ერთი ნახატი და მასში დამალული ფარული ნიშნების მიხედვით გეტყვით, რა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვთ ან რისკენ ხართ მიდრეკილი:
უიმედობა, უმოტივაციობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა ხშირად გაწუხებთ. მეგობრებთან ურთიერთობა აღარ გსიამოვნებთ, სამსახური დამთრგუნველია, სიახლეებს აღარ ეძებთ, საყვარელი საქმეები აღარ გაინტერესებთ და უძილობაც პრობლემად გადაიქცა. ეს საკმაოდ საყურადღებო ნიშნებია, ამიტომაც თუ აღნიშნული სიმპტომები თვეებია, გრძელდება, ალბათ, ჯობს ამაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყოთ და სპეციალისტსაც მიმართოთ.
შესაძლოა, ერთი პერიოდი იმდენად მონდომებული და აჟიტირებული ხართ, რომ გაქვთ განცდა, ყველაფერს გააკეთებთ, რაზეც კი აქამდე გიოცნებიათ. სამსახურში ახალ პროექტს მიიღებთ, იმოგზაურებთ, ჩინური ენის შესწავლას დაიწყებთ, სხვადასხვა კურსზე დარეგისტრირდებით... თუმცა მალევე ამ მდგომარეობას დეპრესია ცვლის. იდეები გაქვთ, ფიქრს იწყებთ, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გრძელდება. უკან იხევთ, აკვიატებული აზრები ქრება და ფიქრობთ, რომ ყველაფერი უაზრობაა. ესეც საკმაოდ საყურადღებო ნიშნებია და წარმატებაში ხელს გიშლით. ამიტომ, სპეციალისტთან გასაუბრება ნამდვილად ღირს.
პანიკური შეტევები ფსიქიკური აშლილობაა. ეს შიშის უეცარი და განმეორებითი შეტევებია, რომლებიც რამდენიმე წუთი გრძელდება, მაშინაც კი, როცა რეალური საფრთხე არ არსებობს. ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს: თვალებში უბნელდება, გული უფრო სწრაფად უცემს, ვერ სუნთქავს, სხეული უკანკალებს. დაიმახსოვრეთ, რომ ეს დროებითია და მალევე გაივლის. ღრმად ისუნთქეთ. თუ პრობლემასთან გამკლავებას ვერ ახერხებთ, სპეციალისტს მიმართეთ.
კვებითი დარღვევა კვებითი აშლილობის ჯგუფს განეკუთვნება და ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ ფორმად ითვლება. ამ დროს ადამიანი საკუთარი სხეულის აღქმასა და მოწონებას მთლიანად წყვეტს. შესაძლოა, ან მთლიანად შეწყვიტოს კვება ან მადა განსაკუთრებით გაეზარდოს და იმაზე გაცილებით მეტი საკვების მიღება დაიწყოს, ვიდრე ჩვეულებრივ იღებდა. აკვიატებული აქვს წონა და რიცხვების მუდმივი კონტროლით კიდევ უფრო დიდ შფოთვას განიცდის.
ასეთ დროს ადამიანი შფოთვასა და შიშს, სევდასა და მარტოობას, გაღიზიანებას, აპათიას, დაღლილობას გრძნობს. ეს ემოციები იმდენად მძლავრია, რომ ადამიანს ,,კლანჭებში“ აქცევს და ის ქცევაზე კონტროლს მთლიანად კარგავს. საკმაოდ საყურადღებო ნიშნებია, ჯობს, სპეციალისტს მიმართოთ.
ეს არის შიში, რომლის კონტროლი ან ახსნა შეუძლებელია. ხშირად ჩნდება მოულოდნელად და ხშირადვე პანიკურ შეტევებს იწვევს. შეიძლება, გეშინოდეთ დროის, მწერების, ადამიანების, ბუნებრივი მოვლენების, ესკალატორების, დახურული სივრცის და ასე შემდეგ. შესაძლოა, ზოგადად, ძაღლის გეშინოდეთ, მაგრამ თუ მის პატრონთან ერთადაა და მაინც პანიკური შეტევა გეწყებათ, ეს უკვე პრობლემაა და მნიშვნელოვანია ამაზე სპეციალისტთან ისაუბროთ.