რუსეთში მცხოვრები შოუმენი და ტელეწამყვანი ოთარ კუშანაშვილი რამდენიმე თვეა, სიმსივნეს ებრძვის. ახლახან მან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომკიბოს დამარცხება შეძლო.
კუშანაშვილის განცხადებით, სურს მალე დაბრუნდეს სამსახურში. ამბობს, რომ უკვე გაწერეს და სახლში ბრუნდება.
ვიდეო კადრები ჯერ კიდევ ონკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში იყო გადაღებული, სადაც ამბობდა, რომ უკვე სამკურნალო დაწესებულების ზღურბლსაც გადააბიჯა.
„ვტოვებთ ცენტრს, რაც ნიშნავს, რომ დავამარცხეთ კიბო! ვბრუნდებით სახლში და აღარ ვაპირებ განვაცხადო პრეტენზია, რომ კვლავ ახალგაზრდა ვარ. უკვე მრავალი წლის ვარ და ყოველ დღეს ბედნიერებისთვის გამოვიყენებ“, - განაცხადა ქუშანაშვილმა.
მოგვიანებით ვიდეოში ჟურნალისტმა ისიც ამცნო თაყვანისმცემლებს, რომ უკვე სახლში იყო და როგორც კიბოსგან გადარჩენილი, თავს განცხადებების გაკეთების უფლებასაც აძლევს.
„არასოდეს დანებდე! კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, ეს არის დიაგნოზი. იგივე დაავადებაა. ის უფრო მკაცრია, უფრო დაუნდობელია, ვიდრე სხვა დაავადებები, მაგრამ შეიძლება მოახრჩო“, - განუცხადა ტელეწამყვანმა გამომწერებს.
მან აღიარა, რომ წინ რეაბილიტაციის პერიოდია, პროცედურები, რომლებიც კიბოს დაბრუნებას შეუშლიან ხელს.
კუშანაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას მხარი დაუჭირა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის რთულ პერიოდში. მათ შორის ჟურნალისტმა მომღერალი ვალერი მელაძეც მოიხსენია.
შეგახსენებთ, რომ კიბოს შესახებ ჟურნალისტმა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, როდესაც მას მუცლისა და გულში ძლიერი ტკივილი დაეწყო. მას ორი ოპერაცია გაუკეთდა, რომელთაგან მეორე საკმაოდ ხანგრძლივი იყო.