ესპანელმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ მომღერალ შაკირასთან დაშორებიდან ორი წლის შემდეგ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა. 37 წლის სპორტსმენმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბევრი რამ, რაც მათი დაშორების შესახებ ითქვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"საბოლოო ჯამში, რაც სინამდვილეში მოხდა, ამის შესახებ სიმართლე არ თქმულა. მე ამას ვერ გავაკონტროლებ. მესმის, რომ ყველას აქვს საკუთარი თვალსაზრისი. ბევრი ადამიანი, ვინც არ მიცნობს, ვარაუდებს გამოთქვამენ ჩემზე. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ გარშემორტყმული ვარ საყვარელი ადამიანებით, ჩემი მეგობრებით - მათ იციან, ვინ ვარ და რას ვაკეთებ, ეს მაძლევს სიმშვიდეს." - თქვა პიკემ.
ჟურარმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ძალიან ბედნიერია 25 წლის კლარა ჩიასთან ურთიერთობაში, რომლის გამოც შაკირა მიატოვა. "ძალიან ბედნიერი ვარ, მშვენივრად ვატარებ დროს. ცხოვრება, რომელიც გავატარე - ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში კლუბში თამაშის შესაძლებლობა, მშვენიერი ბავშვები, წარმოუდგენელი ოჯახი, მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრები - ეს ყველაფერი მაბედნიერებს." - აღნიშნა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ შაკირამ და ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ ერთმანეთი 2010 წელს მომღერლის ვიდეოს გადაღებისას გაიცნეს. მათ ურთიერთობა პრესაში ასაკობრივი სხვაობის გამო მწვავედ განიხილებოდა: შაკირა პიკეზე 10 წლით უფროსია. 2013 წელს წყვილს ვაჟი მილანი და ორი წლის შემდეგ მეორე ვაჟი საშა შეეძინა.
2022 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა წყვილის დაშორების შესახებ, რისი მიზეზიც ფეხბურთელის ღალატი გახდა. ის შაკირასთან ურთიერთობის დროს შეხვდა თავის ამჟამინდელ შეყვარებულს კლარა ჩიას, რომელიც სპორტსმენთა ღონისძიებების სააგენტოში მუშაობდა. წყვილის დაშორებაც სკანდალური იყო და პრესაში ხმამაღლა განიხილებოდა, სპორტსმენს არაერთხელ დაუსტვინეს შაკირას მხარდასაჭერად,, თავად შაკირამ კი არაერთხელ ისაუბრა ყოფილი საყვარლის ღალატზე და საჯაროდ დასცინოდა მას.