"გლოვის დღეები დაგვიდგა სკოლაში... ნიკო ავტომობილმა იმსხვერპლა, მისმა ძმამ მიუსწრო და თავისი ხელით გამოაცალა მკვლელ ავტომანქანას თავისი უსაყვარლესი ძმა" - ტრაგედია წალენჯიხაში - მშობლები

"გლოვის დღეები დაგვიდგა სკოლაში... ნიკო ავტომობილმა იმსხვერპლა, მისმა ძმამ მიუსწრო და თავისი ხელით გამოაცალა მკვლელ ავტომანქანას თავისი უსაყვარლესი ძმა" - ტრაგედია წალენჯიხაში

2024-10-24 08:52:03+04:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მსუბუქი ავტომანქანას ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი დედას სკოლიდან გამოჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ბავშვის დედაც, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

  • გარდაცვლილი მოზარდი მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სალიაა. ადგილობრივების თქმით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. იმასაც ამბობენ, რომ თავად მძღოლმა, გია ჭკადუამ ამ ფაქტის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ისიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. განაგრძეთ კითხვა