წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მსუბუქი ავტომანქანას ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი დედას სკოლიდან გამოჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ბავშვის დედაც, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება.