მსახიობიგია ბურჯანაძედაახლოებით 2 წლის წინ მძიმე დიაგნოზის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, ერთ დღესაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს, უთხრეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა...
გია ბურჯანაძე მას მერე მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის. სამი დღეა, რაც თურქეთიდან დაბრუნდა. ოპერაცია 8 ოქტომბერს ჩაუტარდა.
მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
- ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე. თუმცა ოპერაციის შემდგომი პრობლემები მაინც იქნება, შეიძლება ამას რამდენიმე თვე დასჭირდესო.
- ზოგადად როგორი განწყობა გაქვთ?
- საერთოდ, ყველაფერზე ვნერვიულობ - ჩემს თავზე, ქვეყანაზე... ცხოვრებაში წნევა არ მქონია და ახლა ამ ყველაფერს ესეც დაემატა. ექიმებმა მითხრეს, ესეც დროებითიაო.
- როგორ ფიქრობთ, ამ გამოიწვია ეს მძიმე დიაგნოზი?
- არ ვიცი, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი, სპორტულად ვცხოვრობდი, ჯანზე ვიყავი, მაგრამ ეს ხომ ვერაგი დაავადებაა?!. რადგან არაფერი მაწუხებდა, ექიმთან კვლევაზე ჩემი ფეხით არასდროს მივსულვარ. თურმე შეცდომა ყოფილა. ადამიანი 50 წელს რომ გადააბიჯებ, გამოკვლევები პერიოდულად სულ უნდა ჩაიტარო, რომ რამე არ გაიპაროს. ეს არ ვიცოდი და ყურადღება ამაზე არც გამიმახვილებია. ხომ ვამბობ, ჯანზე ვიყავი, სპორტულად ვცხოვრობდი. სერიოზულად ვვარჯიშობდი, ჰანტელებს, პრესის "დაკაჩავებას" არ ვიკლებდი, ენერგიაზე ვიყავი, მეგონა, კედელს გავანგრევდი.
- ამიტომ არანაირ კვლევას საჭიროდ არ თვლიდით?
- კი და ეს ჩემი შეცდომა იყო. შეცდომა ისიც იყო, რომ ამ კუთხით ცოდნაც არ მქონდა, არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო. განაგრძეთ კითხვა