ანასტასია ბენდუქიძეს და ივანე მხეიძეს ორი კვირის წინ შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც ქმრის ბებიის სახელი - ლიანა დაარქვა. დიდედამთილი, როგორც ის ქმრის ბებიას უწოდებს, აქტიურად არის ჩართული ოჯახის ცხოვრებაში და პატარებთანაც ხშირი ურთიერთობა აქვს.
ორი კვირის თავზე ანასტასიამ ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა, ყოველდღიური ცხოვრებიდან:
"ნუთუ მხოლოდ 2 კვირა გავიდა? უკვე აღარც მახსოვს ცხოვრება ამ ფუნთუშის გარეშე. ბოლო სურათი - სამივეს მუდმივად სურს ჩემზე წოლა (და მე მომწონს ეს)".