როგორ გულშემატკივრობდნენ ილია თოფურიას მეუღლე და შვილები - ჯორჯინა მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია - მშობლები

როგორ გულშემატკივრობდნენ ილია თოფურიას მეუღლე და შვილები - ჯორჯინა მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარია

2024-10-27 10:37:11+04:00

26 ოქტომბერს აბუ-დაბიში ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ, მეტსახელად მატადორმა, UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მან რთულ ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ილიას გვერდით იყო მისი საყვარელი მეუღლე ჯორჯინა უზკუტაგუი, რომელმაც მებრძოლი რინგამდე მიაცილა, შემდეგ კი ილიას უფრო ვაჟთან ერთად გულშემატკივრობდა ქმარს. ჯორჯინას და ილიას საერთო ქალიშვილი კი შინ იყო, მამის მაისურში გამოწყობილი.

snapinsta-1730011789.app_464564343_1215082992868945_2350965275803697058_n_1080.jpg

snapinsta-1730011789.app_464717281_3758930454358639_3969620608628061729_n_1080.jpgsnapinsta-1730011789.app_464688353_1686905995205085_2134256039583963335_n_1080.jpg

1-84857-1730011788.jpg

ილიას და ჯორჯინას ქალიშვილი ცოტა ხნის წინ შეეძინათ. პატარა გოგონას უსაყვარლეს ფოტოებს ჯორჯინა ხშირად აქვეყნებს ინსტაგრამზე და მას უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

snapinsta-1730011788.app_459026087_1607637909815093_8297373740751776172_n_1080.jpg

ილიას უფროსი ვაჟი კი, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავს, ასევე საკმაოდ დიდ დროს ატარებს მამასთან და უკვე მის ბრძოლებსაც ესწრება.

snapinsta-1708240962-1730011789.app_420177860_700279042174380_1191978414364308516_n_1080.jpg
ილია მამასთან, ძმასთან და შვილთან ერთად

ილია თოფურიას წარმატების გზაზე ვრცლად იხილეთ სტატია:

ილია თოფურიას წარმატების გზა და ულამაზესი რჩეული, რომელსაც უკვე საქართველოც გააცნო

4 შვილი დავტოვეთ და ემიგრაციაში წავედით, ძალიან ძნელი იყო... 14-15 წლისები ჩამოვიდნენ ილია და ალექსანდრე და თუ სადმე შეიძლებოდა, ყველგან მუშაობდნენ და ვარჯიშობდნენ - ილია თოფურიას დედა დევნილობის და ემიგრაციის მძიმე წლებზე
მე შენი წარმატება შთამაგონებდა, შენ ბრძოლებს იგებდი, მე ვმარცხდებოდი... შენგან ბევრი რამ ვისწავლე - ილია თოფურია და მისი ძმა ესპანურ სიცრუის დეტექტორში