26 ოქტომბერს აბუ-დაბიში ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ, მეტსახელად მატადორმა, UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მან რთულ ბრძოლაში მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.
როგორც ყოველთვის, ილიას გვერდით იყო მისი საყვარელი მეუღლე ჯორჯინა უზკუტაგუი, რომელმაც მებრძოლი რინგამდე მიაცილა, შემდეგ კი ილიას უფრო ვაჟთან ერთად გულშემატკივრობდა ქმარს. ჯორჯინას და ილიას საერთო ქალიშვილი კი შინ იყო, მამის მაისურში გამოწყობილი.
ილიას და ჯორჯინას ქალიშვილი ცოტა ხნის წინ შეეძინათ. პატარა გოგონას უსაყვარლეს ფოტოებს ჯორჯინა ხშირად აქვეყნებს ინსტაგრამზე და მას უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.
ილიას უფროსი ვაჟი კი, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავს, ასევე საკმაოდ დიდ დროს ატარებს მამასთან და უკვე მის ბრძოლებსაც ესწრება.
ილია თოფურიას წარმატების გზაზე ვრცლად იხილეთ სტატია: