ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის ხელმძღვანელს მამაკაცი მოდელებით სექსუალურ ვაჭრობაში ადანაშაულებენ - ბიჭებს ფოტოსესიაზე იწვევდნენ, შემდეგ კი... - მშობლები

ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის ხელმძღვანელს მამაკაცი მოდელებით სექსუალურ ვაჭრობაში ადანაშაულებენ - ბიჭებს ფოტოსესიაზე იწვევდნენ, შემდეგ კი...

2024-10-28 11:11:58+04:00

მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო პი დიდთან დაკავშირებულმა სკანდალმა აალაპარაკა, სხვა არაერთი მსგავსი საქმე გააქტიურდა და დაზარალებულმა ადამიანებმა წარმოუდგენელ დანაშაულებზე ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს საუბარი. ამჯერად სკანდალ ცნობილი ბრენდის, Abercrombie & Fitch-ის ირგვლივაა.

1-1730099640.jpg

მოდის ბრენდის ყოფილ დირექტორს მაიკ ჯეფრისს და მის ბიზნეს პარტნიორ მეთიუ სმიტს ბრალი მამაკაცის სექსუალურ ექსპლუატაციაში წაუყენეს. გამოძიებით დგინდება, რომ შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2008 წლიდან 2015 წლამდე, ჯეფრისი და სმიტი ახალგაზრდა მამაკაც მოდელებს სექსუალურ ურთიერთობებს აიძულებდნენ, სანაცვლოდ კი კარიერულ წინსვლას ჰპირდებოდნენ. ახალგაზრდა მსხვერპლები მათ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მაროკოსა და სენ-ბართელემში მიჰყავდათ. გამოძიებამ 2000-ზე მეტი ჩეკი ამოიღო, საიდანაც ირკვევა, რომ ბრენდის დირექტორმა და მისმა პარტნიორმა სხვადასხვა მამაკაცისთვის ავიაბილეთებსა და სასტუმროების ნომრებისთვის მილიონობით დოლარი დახარჯეს. მას შემდეგ, რაც მაიკლ ჯეფრისი და მისი პარტნიორი დააპატიმრეს, FBI-მ მალევე მესამე პირი - ჯეიმს ჯეიკობსონი დააკავა. გამომძიებლების თქმით, ის ჯეფრისმა და სმიტმა "კომერციული სექსუალური სერვისების შესასრულებლად" მამაკაცთა ჯგუფის დასაკომპლექტებლად დაიქირავეს. შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცებს სექსუალურ ურთიერთობებს ავალდებულებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს მათ კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში დაეხმარებოდათ.

2-1730099668.jpg

ჯეფრისი და სმიტი 22 ოქტომბერს ფლორიდაში, საკუთარ სახლში დააკავეს. ვესტ-პალმ-ბიჩში ფედერალურ სასამართლოში გამართულ მოსმენაზე, მოსამართლემ ჯეფრისს 10 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების უფლება მისცა, მაგრამ Abercrombie & Fitch-ის ყოფილ ხელმძღვანელს სახლის დატოვება ეკრძალება. სმიტს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ მისი გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება იმიტომ არ მიიღო, რომ მამაკაცი გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა და სამშობლოში გაქცევა შეუძლია. ჯეიკობსონი ვისკონსინში, საკუთარ სახლში დააკავეს და ისიც 500 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამივე მათგანი ბრალს უარყოფს.

Abercrombie & Fitch-ის მენეჯმენტიც ამ დროისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. საბრალდებო დასკვნაში კი წერია, რომ ჯეფრისი და სმიტი, ჯეფრისის ოჯახის ოფისის გამოყენებით, წვეულებას მართავდნენ, სადაც დაქირავებული მამაკაცები მიჰყავდათ და სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. ამავდროულად, ცალკე ჰყავდათ თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეებს ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებებითა თუ სხვა ნივთიერებებით მოამარაგებდნენ.

3-1730099698.jpg

მამაკაცები ჩვენებებში საუბრობენ, რომ თაღლითური სქემით მათ წარმატებას ჰპირდებოდნენ. მეტიც, როგორც ცნობილია, ბრალდებულები ახალგაზრდა მამაკაცებს თავიდანვე ატყუებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ Abercrombie-ს ფოტოსესიაში იწვევდნენ და საკუთარი ბრენდისთვის მოდელები სჭირდებოდათ. შემდეგ კი ჯეფრისის წვეულებაზე აღმოჩნდებოდნენ. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ ხელი მოეწერათ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე. ასევე, ვიდრე წვეულებაზე შევიდოდნენ, ჯეფრისი ყველა მათგანს ტელეფონს ართმევდა. ამ ღონისძიების ორგანიზატორები სავარაუდოდ, აიძულებდნენ მამაკაცებს ერექციის გამომწვევი ნივთიერება გამოეყენებინათ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ტკივილს იწვევდა.

ჯეფრისი სკანდალში 9 წლის წინაც გაეხვა. მაშინ მან ჟურნალ Salon-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ბრენდი მხოლოდ "ლამაზი ბიჭებისთვისაა".

4-1730099741.jpg

"ჩვენ ლამაზ ადამიანებს ვქირაობთ, რომლებიც მაღაზიაში ასევე ლამაზ ადამიანებს იზიდავენ. ჩვენი ბრენდი ყველასთვის არ და ვერ იქნება." - თქვა ჯეფრისმა. მისმა სიტყვებმა მაშინ ძალიან დიდი სკანდალი გამოიწვია და ბრენდის ყოფილმა დირექტორმა ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, პოლიტიკაში დიდად არაფერი შეუცვლიათ. თავდაპირველად, მოდელებს ცნობილი უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ეძებდნენ, რომ ბრენდის ელიტიზმი კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ.

სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად დევიდ ბრედბერმა ისაუბრა. მას კი უამრავი მამაკაცი მოდელი აჰყვა. მამაკაცმა თქვა, რომ 2010 წელს ჯეფრისის თანამშრომელმა სქესობრივი მომსახურების შესახებ უთხრა. ეს იყო მთავარი პირობა, რომ მას ბრენდთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. ბრედბერიმ მოთხოვნა დააკმაყოფილა, შემდეგ კი ჯეფრისის სახლში კასტინგზე წავიდა. მისი თქმით, ჯეფრისი სახლში თავს დაესხა. მოგვიანებით კი, კერძო თვითმფრინავით ნიცაში გაფრინდნენ, სადაც ჯეფრისთან სქესობრივი აქტების ჩატარება არაერთხელ აიძულეს.

5-1730099758.jpg

ამ ეტაპზე სასამართლოში 100-ზე მეტი ჩვენებაა და არ არის გამორიცხული, ეს სია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯეფრისს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ლოლიტა ექსპრესი - პედოფილების კუნძული, სადაც არასრულწლოვანი მოდელები გავლენიანი მამაკაცების გასართობად დაჰყავდათ და მოდელი, რომელიც ამას შეეწირა
შენი შვილი მოძალადეა! - პი დიდის დედა და შვილები სტვენით გამოაცილეს სასამართლო დარბაზიდან
თავისი შვილების დედას მოკვლით ემუქრებოდა და ცოტა ხანში, ქალი იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა... კიდევ ერთ საყვარელ ქალს უმოწყალოდ სცემდა და აშანტაჟებდა - პი დიდის რჩეული ქალების ხმა დღეს ყველას ესმის