ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია წარადგინონ თუ, მაგალითად, ოჯახის, ცოლ-ქმრის შემოსავალი, თუნდაც დარიცხული ხელფასი ერთად, გასული (2023) წლის მიხედვით, 40 000 ლარზე მეტია და ფლობენ სახლს, მიწას ან ავტომანქანას. მეტ დეტალს სტატიიდან შეიტყობთ.
პირები ვალდებულნი არიან, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია წარადგინონ თუ:
დავით პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია კრესტონ ჯორჯიას პარტნიორი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, ვინ თავისუფლდება არსებული ვალდებულებისაგან:
- გადასახადში ორი ნაწილია - ეს არის მიწის გარდა ქონება, ბინაზე, სახლზე, ავტომობილზე... და მიწა. ყველაზე დიდი ჯგუფი, ვინც ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება, არიან ადამიანები, რომლებსაც წლიურად 40 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ. თუ ადამიანი მარტო ცხოვრობს, მარტო მის შემოსავლებს ვითვლით. თუ მას ოჯახი ჰყავს, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, შემოსავლის დაჯამება ხდება. ბინის, სახლის, მანქანის გადასახადისაგან თავისუფლდება ადამიანი ან ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლებია. რაც შეეხება მიწას, აქაც რამდენიმე შეღავათია. მიწის დაბეგვრა ყველა შემთხვევაში, განურჩევლად შემოსავლისა, ხდება. თუმცა, არის შეღავათები, როდესაც მიწაზე გადასახადს ჩვენ არ ვიხდით. ეს ძალიან დიდ წრეს ეხება. ყველაზე მასობრივი შეღავათი, რომელიც ბევრ ადამიანზე ვრცელდება, არის 2004 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომლებიც 5 ჰექტრამდე ა. თუ ადამიანს 2004 წლის მარტიდან მოყოლებული ჰქონდა ეს მიწა, ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწა და 5 ჰექტრამდეა, ისინი გადასახადს არ იხდიან. თავის დროზე, მიწის რეფორმა რომ ჩატარდა, ნაკვეთების გადანაწილება მოხდა და ვისაც იმ დროიდან მოყოლებული ეკუთვნის მიწები, ეს სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილია, ისინი არაფერს იხდიან. ეს შეღავათი მემკვიდრესაც ეხება. ვისაც 5 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი აქვს, ან შეძენილი აქვს 2004 წლის მარტის შემდგომ წლებში, მაშინ მას თანხის გადახდა უწევს. საკარმიდამოდ გამოყენებული მიწის ნაკვეთები, რაზეც საკუთარი სახლი დგას, აქაც გავრცელებული შეღავათია. ზოგადად, მიჩნეულია, რომ როდესაც საცხოვრებელი სახლი ან ავტოფარეხი მიწის ნაკვეთზე დგას, ეს ფაქტი თავად მიწის ნაკვეთს ათავისუფლებს. ერთი მხრივ, თავად მიწა იბეგრება განურჩევლად შემოსავლისა, მაგრამ მეორე მხრივ, სახლის არსებობა მიწის ნაკვეთზე ათავისუფლებს ამ მიწის ნაკვეთს. ამიტომაც, შეღავათი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეხება.
სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია: თუ უძრავ ქონებას, სახლს ვფლობთ, ამ სახლზე ქონების გადასახადს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიხდით, თუკი ჩვენი შემოსავალი წლის განმავლობაში 40 ათას ლარს გასცდა. მაგრამ, მიწის ნაკვეთის ქონების გადასახადისაგან ვთავისუფლდებით, რადგან საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთზე დგას.
დავით პაპიაშვილი: საცხოვრებელი სახლის ან ავტოფარეხის არსებობა მიწას გადასახადის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. უბრალოდ, არის ერთი გამონაკლისი. ქონების გადასახადი ადგილობრივი გადასახადი და განაკვეთები ტერიტორიული ერთეულების მიხედვით განსხვავდება. დაბეგვრას თვითმმართველობა განსაზღვრავს. მაგალითად, გორში სხვა განაკვეთებია, თბილისში სხვა და ასე შემდეგ, ზოგიერთ თვითმმართველ ერთეულში საცხოვრებელი სახლის არსებობა მიწაზე ულიმიტოდ ათავისუფლებს მას, ზოგ შემთხვევაში გარკვეული ლიმიტებია დადგენილი. მაგალითად, მცხეთაში სახლის არსებობა მიწის ნაკვეთზე ულიმიტოდ არ ათავისუფლებს და გარკვეული ზღვარია, რომლის ზემოთაც იბეგრება. მაგრამ, უმეტესობა შემთხვევაში სახლის ან ავტოფარეხის არსებობა მიწას ულიმიტოდ ათავისუფლებს.
კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, როგორც შემოსავლების სამსახურში გვითხრეს, ცოლ-ქმრის წლიური ქონება იკრიბება და თუ ჯამში ეს შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია, მათ ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ.
გარდა ამისა, დაანგარიშება ხდება არა ხელზე ასაღები, არამედ ზოგადად განსაზღვრული პირველადი თანხით.
შემოსავლების სამსახურის გვერდზე დეტალურადაა განმარტებული, როგორ უნდა წარადგინოთ დეკლარაცია.
აქვე საინტერესოა: როგორ იბეგრება ქონება:
ფიზიკურიპირისდასაბეგრქონებაზეგადასახადისწლიურიგანაკვეთიდიფერენცირებულიაგადასახადისგადამხდელისოჯახისმიერსაგადასახადოწლისგანმავლობაშიმიღებულიშემოსავლებისმიხედვითდაგანისაზღვრებაშემდეგიოდენობით:
ფიზიკურიპირიქონებაზედამიწაზექონებისგადასახადსიხდისარაუგვიანესკალენდარულიწლის15ნოემბრისა.
ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის გაანგარიშების წარდგენის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი) ვადის დარღვევის გამო პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება.
იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1-ელი ნოემბერია.