მილა იოვოვიჩის 74 წლის დედის ფოტოები ინტერნეტჰიტად იქცა - საბჭოეთიდან გაქცეულმა მსახიობმა ქალიშვილი მეგავარსკვლავად აქცია და დღესაც მის გვერდითაა - მშობლები

მილა იოვოვიჩის 74 წლის დედის ფოტოები ინტერნეტჰიტად იქცა - საბჭოეთიდან გაქცეულმა მსახიობმა ქალიშვილი მეგავარსკვლავად აქცია და დღესაც მის გვერდითაა

2024-10-31 08:11:53+04:00

მილა იოვოვიჩის დედას ჰოლივუდში ყველა იცნობს, როგორც თავგანწირულ ქალს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილის წარმატებისთვის. ახლაც შვილის გვერდით არის და შვილების აღზრდაში ეხმარება.

ცოტა ხნის წინ გალინა ლოგინოვა 74 წლის გახდა. თუ როგორ აღნიშნა თავისი დღეობა, ამის ამსახველი ფოტოები მილამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ქალი შესანიშნავად გამოიყურება.

1440x1080-0xtdwxtklb-9473881960450136638-1730348798.jpg1440x1080-0xqk1rxnje-0101525193289528441-1730348798.jpg1440x1080-0xcv32bmez-2725584092824503064-1730348798.jpg

"ვულოცავ დაბადების დღეს, ერთ-ერთ საუკეთესო ქალს და საუკეთესო დედას მსოფლიოში. შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, რომ ღირსეულად აღგეზარდე და გესწავლებინა ყველაფერი, რაც იცი, ასევე ის, თუ როგორ ვორიენტირდე სამყაროში. ყოველთვის იყავი და რჩები სიძლიერის წყაროდ ჩვენს ოჯახში. ყველას გვიყვარხარ!" - დაწერა მილამ.

გალინა ლოგინოვამ დიდება და პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა. მაშინ რამდენიმე საბჭოურ ფილმში ითამაშა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.

690x523-0xljbzp2w0-3979707693770938991-1730348798.jpgb77cbaa32a7a471e47dd46adac63bd4e-1730348799.png

თუმცა ცხოვრება სხვაგვარად წაუვიდა. ერთხელ კიევის სტუდიაში ექიმ ბოგდან იოვოვიჩს შეხვდა და გაგიჟებით შეიყვარდა. 1975 წელს გაუჩნდა ქალიშვილი მილა, ხუთ წელიწადში კი წყვილმა აშშ-ში ემიგრირება გადაწყვიტა.

scale-1200-1730348800.pngayilpnqcqaecima-1730348799.jpg

ამერიკაში ჩასვლიდან მალევე წყვილი განქორწინდა. მილა მამასთან ცოტა დროს ატარებდა, თუმცა მაინც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

გალინამ კინოში გადაღება ამერიკაშიც სცადა, თუმცა არც ნაცნობები ჰყავდა და აქცენტიც უშლიდა ხელს. მთელ დროს ბავშვის აღზრდას უთმობდა, მერე კი გადაწყვიტა, გოგონას კარიერაზე ეზრუნა. დაჰყავდა კასტინგებზე, გადაღებებზე, სარეკლამო ფოტოსესიებზე. სწორედ მისი მონდომების და მილას საოცარი გარეგნობის წყალობით, გოგონა 11 წლისა უკვე ვარსკვლავი იყო.

gettyimages-612306138-612x612-1730348800.jpg

2117x3000-0xjhvq8c0c-3084707609523920243-1730348799.jpg

ჰოლივუდის დაპყრობის შემდეგ კი მილამ პირად ცხოვრებაშიც მოიპოვა ბედნიერება. რეჟისორ პოლ ანდერსონის ცოლია, რომელთან ერთადაც სამ ქალიშვილს ზრდის და ამბობს, რომ ბედნიერი ცოლი და დედაა.

1440x1440-0xpdmuve6d-1822875341047383617-1730348798.jpg2185x3000-0xerfhnwlc-0688409324849952566-1730348799.jpg607x607-0xylgarciz-7722359651362440997-1730348798.jpg

milla-jovovich-family-6347e860507f4f04bbadda9b79cfa76e-1730348800.jpg

amfar-gala-cannes-2022-vip-arrivals-1730348799.jpg