ამერიკაში ჩასვლიდან მალევე წყვილი განქორწინდა. მილა მამასთან ცოტა დროს ატარებდა, თუმცა მაინც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
გალინამ კინოში გადაღება ამერიკაშიც სცადა, თუმცა არც ნაცნობები ჰყავდა და აქცენტიც უშლიდა ხელს. მთელ დროს ბავშვის აღზრდას უთმობდა, მერე კი გადაწყვიტა, გოგონას კარიერაზე ეზრუნა. დაჰყავდა კასტინგებზე, გადაღებებზე, სარეკლამო ფოტოსესიებზე. სწორედ მისი მონდომების და მილას საოცარი გარეგნობის წყალობით, გოგონა 11 წლისა უკვე ვარსკვლავი იყო.
ჰოლივუდის დაპყრობის შემდეგ კი მილამ პირად ცხოვრებაშიც მოიპოვა ბედნიერება. რეჟისორ პოლ ანდერსონის ცოლია, რომელთან ერთადაც სამ ქალიშვილს ზრდის და ამბობს, რომ ბედნიერი ცოლი და დედაა.