რიანამ შვილებთან ერთად ახალი ფოტოები ფოტოები გამოაქვეყნა. ორი წლის რიზა და ერთი წლის რიოტი ცნობილ დედასთან ერთად ერთნაირ სამოსში პოზირებენ. ეს ფოტოსესია რიანამ თავისი ბრენდის Savage X Fenty-ისთვის გადაიღო.
"დიახ, ვიცი! ჩვენ ოფიციალურად ვართ ერთ-ერთი იმ ოჯახთაგანი, რომელიც დღესასწაულებზე ერთნაირ სამოსს იცვამს", - წერს რიანა ინსტაგრამზე. მან ბავშვებთან ერთად ვიდეოც გამოაქვეყნა.
კომენტარებში მომღერლის ცნობილი მეგობრები და თაყვანისმცემლები განიხილავენ თუ ვის უფრო ჰგვანან რიანას შვილები - მას თუ მამას, რეპერს A$AP Rocky-ის.
რიანა და A$AP როკი ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ, 2021 წელს კი ახლო ურთიერთობა დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ მომღერალმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდა.
წყვილს პირველი შვილი 2022 წელს შეეძინა, მეორე ვაჟი კი 2023 წელს. წელს 36 წლის რიანაზე არაერთხელ გამოთქვეს ეჭვი, რომ მესამე შვილზეა ორსულად, მაგრამ ჯერჯერობით ჭორები არ დადასტურებულა. გულშემატკივრები რიანას ახალ ალბომს ელოდებიან, მაგრამ ის ახლა შვილებზეა ორიენტირებული.