ქართველი თავადი, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ შვილების მასწავლებელი მოკლა - "ღა­ლა­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი შოკი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომმოვ­ლე­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და"... - მშობლები

ქართველი თავადი, რომელმაც ცოლის ღალატის შემდეგ შვილების მასწავლებელი მოკლა - "ღა­ლა­ტის­გან მი­ღე­ბუ­ლი შოკი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომმოვ­ლე­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და"...

2024-11-02 12:33:08+04:00

ისტორია ხშირად გვიყვება შემთხვევებზე, როდესაც სოციალური და ოჯახური სტატუსი ყოველთვის არ განსაზღვრავს ადამიანების ბედსა და ურთიერთობებს. ერთ-ერთი ასეთი ტრაგიკული ისტორია თავადგრიგოლ გრუზინსკიზე მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც მორალური და სოციალური ღალატის სახეა. მეუღლის, ოლგას ღალატის გამო, თავადს ცხოვრება დაენგრა. შემთხვევა გასულ საუკუნეში მოხდა.

  • ბაგრატიონების დინასტიის მემკვიდრე1833 წელს ცნობილ და შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამა, ელიზბარ (ილია) ბაგრატიონი, ქართველი სამეფო ოჯახის წევრი და ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი იყო. ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა და ცამეტ შვილს ზრდიდნენ, ყველა მათგანი თავადის ტიტულს ატარებდა.

მემკვიდრეობის წყალობით გრიგოლი ლამაზად ცხოვრობდა. თუმცა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც შეხვდა ქალს, რომელიც მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

საბედისწერო შეხვედრა

მოსკოვში, მოდურ კაფეტერიაში 32 წლის გრიგოლის ყურადღება მიმზიდველმა ოლგა ფროლოვა მიიქცია, რომელიც იქ მიმტანად მუშაობდა. 21 წლის ოლგა ვერ დაიკვეხნიდა დიდგვაროვნებით, მაგრამ მისი ხალისიანობა და კეკლუცობა თავადისთვის შეუმჩნეველი დარჩენილა. თავადი მონუსხული იყო ქალის სილამაზით. გადაწყვიტა ოლგას თავისთან წაეყვანა და ქორწინებაზეც ფიქრობდა, თუმცა სასტიკი წინააღმდეგი აღმოჩნდა გრიგოლის დედა.

1866 წელს ოლგასა და გრიგოლს პირველი ვაჟი, ალექსანდრე, შეეძინათ. თავადი ამაყობდა, რომ მისი პირველი შვილი ბიჭი დაიბადა. ამ დროისთვის ოლგა უკვე დიდ გავლენას ახდენდა თავადზე, რომელიც მასზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო. ბავშვის დაბადებიდან მალევე გრიგოლმა იმპერატორ ალექსანდრე II-ს წერილით მიმართა, სადაც სთხოვა ნება მიეცა, ვაჟი შვილად აეყვანა და თავისი გვარი მიეცა. იმპერატორმა წყვილი დალოცა, რის შემდეგაც, მიუხედავად ოჯახის პროტესტისა თავადმა ქალზე იქორწინა. 1867 წელს ქორწილი შედგა, რის შემდეგაც მათ მეორე ვაჟი შეეძინათ.

შმიდტის გამოჩენა მათ ცხოვრებაში

თავადი შვილების მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო და მათ აღზრდას დიდ დროს უთმობდა. როცა უფროსი შვილები წამოიზარდნენ, არისტოკრატული ტრადიციების მიხედვით, სახლში მასწავლებელი უქირავა. ერიხ შმიდტი, წარმოშობით გერმანელი, თავადი ოლღასთვის ვნების ობიექტად იქცა. ოლღა, ამ დროს 36 წლის იყო. ოჯახურ ცხოვრებაში მძაფრი შეგრძნებები აკლდა და ახალგაზრდა მასწავლებელი შეუყვარდა.

შემოდგომაზე თავადმა თავისი უფროსი ვაჟი სანქტ-პეტერბურგში სასწავლებლად გაგზავნა და თავადაც გაჰყვა. იქ ექვსი თვე გაატარა, რადგან ციებ-ცხელებას ებრძოდა. როდესაც გაზაფხულზე ქალაქში ოლღა შვილებთან და გუვერნიორთან ერთად ჩავიდა, თავადის ჯანმრთელობა ჯადოსნურად გაუმჯობესდა.

ერთ საღამოს, გრიგოლმა მეუღლე შმიდტის მკლავებში დაინახა. ღალატისგან მიღებული შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონება დაკარგა და ცივ იატაკზე უგონოდ დაეცა, სადაც დილამდე დარჩა. რადგან მეუღლემ და მასწავლებელმა სირცხვილის გამო მისი დახმარება ვერ გაბედეს. შემდეგ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა.

განაგრძეთ კითხვა