2 წლის საბიანას გადასარჩენად სასწრაფოდ საჭიროა პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი - მშობლები

2 წლის საბიანას გადასარჩენად სასწრაფოდ საჭიროა პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი

2024-11-04 20:33:49+04:00

2 წლისსაბიანა სიხარულიძისგადასარჩენად სასწრაფოდ საჭიროა პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი.

როგორც მისმა ახლობელმა გვითხრა, დონორი არ უნდა იყოს კოვიდსა და გრიპზე აცრილი, c ჰეპატიტი გადატანილი და არ უნდა ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. პატარას, სრულიად მოულოდნელად დაუსვეს ლიმფოიდური ლეიკემიის დიაგნოზი.

"დღეს, ორშაბათს გადასასხმელად, სისხლი ვიშოვეთ, ხვალ, ანუ სამშაბათს, 5 ნოემბერს კიდევ საჭიროა გადასხმა, დილის 10 საათიდან 4 საათამდე უნდა მოხდეს ჩაბარება. წინაც დიდი ბრძოლა გველის ლეიკემიასთან, მაგრამ ჯერ ხვალინდელი სისხლის გადასხმაა სასწრაფო!", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ბავშვი წევს იაშვილის სახელობის კლინიკაში, არ დაიზაროთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია და მიბრძანდით იაშვილის კლინიკაში.

საკონტაქტო პირები:

577270088 ხათუნა ხუნდაძე

599428642 გიგა ფირცხალავა