29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დანიის კლუბ "კოპენჰაგენის" 23 წლის ქართველმა მცველმაგიორგი გოჩოლეიშვილმაუეფას საკონფერენციო ლიგის მატჩში "რეალ ბეტისთან“ შვილის ჯანმრთელობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილი ავადაა. კლუბი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის შვილი მკურნალობის კურსს წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის.
"კოპენჰაგენი" ორიენტირებულია ამ მძიმე პერიოდში გიორგის და მის ოჯახს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს. რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიორგის, რომელიც შესაძლოა არ იყოს ვარჯიშზე ან თამაშების დროს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს გიორგისთან და ვუსურვებთ მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს. ახლა გოჩოლეიშვილების ოჯახს, დრო და სივრცე სჭირდება", - განაცხადეს კლუბში. განაგრძეთ კითხვა