მარგო რობი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა - "ბარბის" ვარსკვლავი 34 წლის ასაკში გახდა დედა - მშობლები

მარგო რობი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა - "ბარბის" ვარსკვლავი 34 წლის ასაკში გახდა დედა

2024-11-06 09:18:10+04:00

ცნობილი მსახიობი მარგო რობი, რომელიც ახლახან პირველად გახდა დედა, მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. მსახიობი სასეირნოდ მეუღლესთან, დედამთილთან და ახალშობილ შვილთან ერთად გადაიღეს. ოჯახი პაპარაცებმა კალიფორნიის ვენეციის რაიონში სეირნობისას დააფიქსირეს.

margo-robbie-1730871087.jpg

34 წლის ბარბის ვარსკვლავს თავისუფალი ჯინსის კომბინეზონი, თეთრი პერანგი და შინდისფერი ბალეტკები ეცვა. მსახიობმა, მისმა მეუღლემ და დედამ, რომლისთვისაც ახალშობილი მე-12 შვილიშვილია, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მოიარეს ტერიტორია, ადგილობრივ დაწესებულებაში ყავა იყიდეს და სახლისკენ გაემართნენ.

margo-robbie1-1730871160.jpg

მარგო რობისა და მისი მეუღლის, პროდიუსერ ტომ აკერლის პირველი შვილი მოსალოდნელზე ცოტა ადრე - 17 ოქტომბერს დაიბადა. ვარსკვლავის ფეხმძიმობის შესახებ ივლისში გახდა ცნობილი.

bfcd049e-f24b-4763-8e6e-80e69e00dbcf-1730870654.jfif

მარგო მთელი პერიოდის განმავლობაში განაგრძობდა მუშაობას. ბოლო დროს მსახიობი სექტემბერში მისი და მისი მეუღლის მიერ წარმოებული ფილმის მხარდასაჭერად გამოჩნდა.

მარგო რობიმ და ტომ აკერლიმ ერთმანეთი 2013 წელს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და სამი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.