სოციალურ ქსელში 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის შესახებ განცხადება ვრცელდება:
"გახსოვთ, ორ ბავშვს რომ ავტომობილი დაეჯახა? ის ბავშვები არიან დასახმარებლები.
ყველას გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ. ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია.
მოგესალმებით, არასდროს ასე საჯაროდ არ მომიმართავს დახმარებისთვის, მეგობრებო, ნათესავებო, სრულიად საქართველო, თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ ულამაზეს დებს, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის, რომლებმაც ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანება. გოგონების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე… რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მკურნალობა..
თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის 1 (ერთი) ლარიც მნიშვნელოვანია, გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად… ჩვენ გვაქვს თქვენი გულისხმიერების და ერთიანობის იმედი! უფლის მადლით და თითოეული ჩვენგანის ერთიანობით, ახლაც შევძლებთ გოგონების დახმარებას და მათთვის სრულფასოვანი სიცოცხლის და ლაღი ცხოვრების დაბრუნებას!
მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)
#GE18BG0000000553349014 (საქართველოს ბანკი);
#GE64TB7513745068100047 (თიბისი ბანკი).
მპირადი ნომერი - 57001052354. სოფო ხარშილაძე