ბავშვებს იმაზე მეტი ესმით, ვიდრე უფროსები ფიქრობენ. ისინი ღრუბლებივით „შთანთქავენ“ არა მხოლოდ იმას, რაც მათ ეუბნებიან, არამედ იმასაც, რასაც ყურს მოკრავენ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არის თემები, რომლებიც მათი თანდასწრებით არც უნდა წამოიჭრას.
თუ საკუთარ სხეულს აკრიტიკებთ ან სარკასტულ შენიშვნებს აკეთებთ სხვა ადამიანების მიმართ, ეს პირველ რიგში არაეთიკურია. და მეორეც, ბავშვები ამას სრულიად სხვანაირად აღიქვამენ, რაც მოზარდობისას თვითშეფასების და თვითაღქმის პრობლემებს იწვევს. უფრო მეტიც, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლიმენტებიც კი შეიძლება საზიანო იყოს, რადგან ბავშვები დარწმუნდებიან, რომ გარეგნობა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა და თუ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არ იქნებიან, მათ გაკიცხავენ და არ შეიყვარებენ.
ამით ბებიებიც ხშირად სცოდავენ და თავად მშობლებიც: „დედაშენის ბრალია“. ”მამაშენი სად იყო ამ დროს" ამ და მსგავს რეპლიკებს ფსიქოლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. არ აქვს მნიშვნელობა, ამას პირდაპირ ეტყვი ბავშვს თუ უბრალოდ, ხმამაღლა იტყვი, როცა ბავშვი ახლო-მახლოა. ნეგატიური კომენტარების მოსმენამ შეიძლება აფიქრებინოს, რომ თქვენ ამ კრიტიკაში მხარდაჭერას სთხოვთ ან, უფრო უარესი, რომ თავად არის დამნაშავე ამ სიტუაციაში, ან უბრალოდ, ეშინია, როცა მისთვის საყვარელ ადამიანზე ცუდი ესმის.
„ამან შეიძლება დააზიანოს ბავშვის ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელსაც აკრიტიკებენ. დედა და მამა მისთვის საუკეთესო ადამიანები არიან და საკუთარ თავს დაადანაშაულებს, რომ მშობლებზე ცუდად ფიქრობს“, — ამბობს ფსიქოლოგი ლორა მარკჰემი.
დოქტორი მარკჰემი გვირჩევს, თავი აარიდოთ ასეთ საუბრებს, რათა საყვარელ ადამიანებს შორის ეჭვიანობა და კონკურენცია არ აღძრათ. უფრო მეტიც, საუბარია არა მხოლოდ კრიტიკაზე, არამედ შექებაზეც.
”მაგალითად, შენ ეუბნები შენს შვილს რაღაცას: ”რა კარგი ადამიანი ხარ!” შენი ძმასავით არასდროს მაბრაზებ. ახლა ნაქები ბავშვი არა მხოლოდ გრძნობს, რომ სხვებს ჯობია და სულ ასე უნდა უყოს, არამედ ცდილობს და-ძმას „ცუდი“ ბავშვის როლი მიანიჭოს, რათა შეინარჩუნოს თქვენი განსაკუთრებული სიყვარული“, - განმარტავს ფსიქოლოგი.
ბავშვთა ფსიქოლოგი ენ-ლუიზ ლოკჰარტი განმარტავს, რომ ბავშვებს ჯერ არ აქვთ შემეცნებითი ინსტრუმენტები, რათა სრულად გაიაზრონ მატერიალური პრობლემები. ასე რომ, როდესაც ფულთან დაკავშირებულ შემაშფოთებელ საუბრებს ისმენენ, საკუთარ დასკვნებს აკეთებენ და როგორც წესი, ყველაზე უარესს. თუ ჩვენთვის „ფულის გარეშე“ ყოფნა უბრალოდ კომფორტზე უარის თქმას ნიშნავს, ბავშვებისთვის ეს ძალიან საშიშად ჟღერს.
”ამ შიშმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა ან დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ის არის ოჯახის ტვირთი. სკოლას ხომ ახალი ფეხსაცმელი ან საკანცელარიო ნივთები სჭირდებათ. ამით ჰგონია, რომ ოჯახს ზიანს აყენებს, და ანერვიულებს” - ამბობს ენ ლოკჰარტი.
რა თქმა უნდა, თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და რაღაცები იცვლება, ბავშვს ყველაფერი გარკვევით უნდა აუხსნათ და რაც მთავარია, მშვიდად. აუხსენით, რომ ფული საჭმელში და ჩაცმაში გეყოფათ, მაგრამ არის ისეთი რამ, რისი ყიდვაც ჯერ შეუძლებელია. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ უფროსები უმკლავდებიან ამ პრობლემას და არ უნდა ინერვიულოს მათ საჭიროებებზე.
საუბრები, რომელშიც ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები ნორმად და გართობის განუყოფელ ნაწილად გვევლინება, ნამდვილად არ არის ბავშვების ყურისთვის მოსასმენი. ბავშვი, რომელიც უსმენს მშობლების დადებით საუბარს სასმელზე, თუნდაც ხუმრობით, შეიძლება დაინტერესდეს სასმელით. ეს მომავალში ალკოჰოლთან არაჯანსაღ ურთიერთობას გამოიწვევს.